27 მაისი 2020, 09:32 / სანდო წყარო

აშშ-ის მინესოტას შტატის პოლიციელები აფროამერიკელის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილები

ფოტო: BBC

ფოტო: BBC

აშშ-ის მინესოტას შტატის 4 პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც დაკავებისას ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC წერს.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლიციელი მუხლს აჭერს ყელზე 40 წლამდე აფროამერიკელს, ხოლო დაკავებული ხრიალებს და ითხოვს სუნთქვის საშუალება მისცენ.

„ეს არაა პირველი ძალადობის შემთხვევა, რომელიც აფროამერიკელთა მიმართ ბოლო დროს მოხდა. რამოდენიმე ხნის წინ მერილენდში პოლიციელმა საპატრულო მანქანაში მოკლა აფროამერიკელი კაცი.

მინეაპოლისის პოლიციის შეფმა მედარია არადონდომ განაცხადა, რომ გადასახედია პოლიციის მიერ ეჭვმიტანილთა დაკავებისას მოქმედების აქამდე არსებული პრაქტიკა. ინციდენტს მინესოტაში საპროტესტო აქციები მოჰყვა, - წერს გამოცემა.

ყველა სიახლე

15 აგვისტო 2020, 10:52

რეგიონი

ხიდისთავში პირუტყვი დაიხოცა

ხიდისთავში პირუტყვი დაიხოცა. მინდორში საბალახოდ გაშვებული 23-მა სულმა, მოულოდნელად, დაცემა დაიწყო. მეპატრონეებს 9 სულის დაკვლა ადგილზევე მოუწიათ, დანარჩენების გადარჩენა კი შეძლეს. დახოცილი საქონელი სპეციალურ ორმოში დაიმარხა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ პირუტყვი მოწამლეს და მინდვრის შესწავლას ითხოვენ, რადგან მანამდე ამ ტერიტორიაზე ნახირს ვეღარ აბალახებენ.

15 აგვისტო 2020, 10:45

ეკონომიკა

Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად დატოვა

გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად - „BB“ დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა. აღსანიშნავია, რომ აპრილში სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკური ვითარების წინა შეფასების შემდგომ, Fitch - მა ბევრ ქვეყანას შეუმცირა რეიტინგის პერსპექტივა ან სუვერენული რეიტინგი.

კორონავირუსი

15 აგვისტო 2020, 10:44

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი. ინფორმაციას Stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1321 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1088-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7597 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 334. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

დავით ბაქრაძე

15 აგვისტო 2020, 10:37

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: არჩევნებზე ხალხის ტალღას ვერანაირი ადმინისტრაციული რესურსით, მოსყიდვითა თუ ზეწოლით ვერ შეაჩერებენ

„ევროპული საქართველოს’’ ლიდერი დავით ბაქრაძე და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი აკაკი ბობოხიძე ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულში მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ. შიდა გზა, სასმელი წყალი, გაზრდილი კრიმინალი, უმუშევრობა, ფასების ზრდა, ეკონომიკური პრობლემები - ეს ის საკითხებია, რაც ხონის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას აწუხებს.

კორონავირუსი უკრაინა

15 აგვისტო 2020, 10:29

COVID19

უკრაინაში ზედიზედ მესამე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევების ანტირეკორდი ფიქსირდება

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში კორონავირუსის 89 719 შემთხვევა გამოვლინდა, 47 430 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 044 ადამიანი გარდაიცვალა.

15 აგვისტო 2020, 10:27

COVID19

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსს 1,060 ადამიანი ემსხვერპლა

გასული 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსს 50,644 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 1,060 ადამიანი ემსხვერპლა და ჯამში დაღუპულთა რიცხვი 106,523-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი ქვეყანაში 3,275,520 ადამიანს დაუდასტურდა.

15 აგვისტო 2020, 10:23

საზოგადოება

მესტიის მუნიციპალიტეტში შსს-ს თანამშრომელთა სამუშაო სივრცეებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

მესტიის მუნიციპალიტეტში, კერძოდ: ხაიშში, ლენჯერში, იფარში, ცაიში, უშგულში, მულახში, ნაკრაში, ჭუბერსა და ბეჩოში, სადაც საკარანტინო შეზღუდვებია დაწესებული, დეზინფექცია ჩაუტარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ყველა შენობას.

კორონავირუსი აშშ

15 აგვისტო 2020, 10:14

COVID19

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 64 201 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 64 201 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 336 ადამიანი გარდაიცვალა. ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 5 313 055 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 168 446 ადამიანი გარდაიცვალა.

15 აგვისტო 2020, 10:14

საზოგადოება

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია დღეს იწყება

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლები სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლას დღეიდან შეძლებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს. რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე და ელექტრონულ პორტალზე.

15 აგვისტო 2020, 10:12

სამართალი

სამეგრელოს პოლიციამ სამგზავრო ავტობუსისა და მისი მგზავრის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ 6 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში, ზუგდიდი-თბილისის მარშრუტის სამგზავრო ავტობუსს ქვა ესროლა, რის შედეგადაც დაშავდა ერთი მგზავრი და დაზიანდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინა.

მაურისიო პოჩეტინო

15 აგვისტო 2020, 10:07

სპორტი

ესპანურ მედიაში „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის სავარაუდო შემცვლელი დასახელდა

„ბარსელონას“ მწვრთნელის პოსტზე მთავარ კანდიდატად არგენტინელი სპეციალისტი მაურისიო პოჩეტინო განიხილება. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Sport-ი წერს.

ბოიკო ბორისოვი

15 აგვისტო 2020, 09:38

მსოფლიო

ბულგარეთის პრემიერს დეპუტატთა რიცხვის განახევრება სურს

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა მოსახლეობისადმი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც კონსტიტუციის შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს. ბულგარეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა, რომელშიც საკანონმდებლო ძალაუფლება პარლამენტის ხელშია კონცენტრირებული. პრეზიდენტს უფლება აქვს, პარლამენტის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვეტო სამჯერ დაადოს, მეოთხედ კი პარლამენტს ვეტოს დაძლევა შეუძლია.

ლევან ნიკოლეიშვილი

15 აგვისტო 2020, 09:22

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: დავით ბაქრაძემ, ფაქტობრივად, თავისი ქვეყნის ღალატი აღიარა

„ევროპული საქართველოს“ თუ „ნაციონალური მოძრაობის“ (რაც ერთი და იგივეა) ლიდერმა და მაშინდელმა პარლამენტის თავჯდომარემ დავით ბაქრაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში, ფაქტობრივად, თავისი ქვეყნის ღალატი აღიარა, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებებს 2008 წლის ომთან და ამ საკითხზე ევროკავშირის რეზოლუციასთან დაკავშირებით.

ლადო ბოჟაძე

15 აგვისტო 2020, 08:58

პოლიტიკა

ლადო ბოჟაძე: 12 წლის შემდეგ დავით ბაქრაძემ აღიარა ის, თუ რა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ,,ნაცმოძრაობამ“ საქართველოს

12 წლის შემდეგ დავით ბაქრაძემ აღიარა ის, რაც მთელმა ერმა ისედაც კარგად ვიცოდით - თუ რა გამოუსწორებლი ზიანი მიაყენა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს, პირველ საერთაშორისო დოკუმენტში ამ ჩანაწერისთვის ხმის მიცემით, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებებს 2008 წლის ომთან და ამ საკითხზე ევროკავშირის რეზოლუციასთან დაკავშირებით.

ამირან სალუქვაძე

15 აგვისტო 2020, 08:50

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად აღიარებენ იმას, რის გამოც ადრე სხვებს დევნიდნენ

ანალიტიკოს ამირან სალუქვაძის განცხადებით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ და ღიად აღიარებენ იმას, რის გამოც ადრე სხვებს საყოველთაო დევნას უწყობდნენ. ასე შეაფასა მან „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებები 2008 წლის ომთან და ამ საკითხზე ევროკავშირის რეზოლუციასთან დაკავშირებით.

დონალდ ტრამპი

15 აგვისტო 2020, 08:42

ეკონომიკა

დონალდ ტრამპმა TikTok-ის მფლობელი კომპანიისგან აშშ-ში ყველა აქტივის გაყიდვა მოითხოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აპლიკაცია TikTok-ის მფლობელი კომპანია ByteDance-ისგან 90 დღის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა აქტივის გაყიდვა მოითხოვა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC იუწყება. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, კომპანიამ ასევე უნდა გაანადგუროს ყველა მომხმარებლის პირადი მონაცემები.

გაერო

15 აგვისტო 2020, 08:29

მსოფლიო

გაეროს უშიშროების საბჭომ ირანისთვის იარაღის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგოს გახანგრძლივებას მხარი არ დაუჭირა

გაეროს უშიშროების საბჭომ არ დაუჭირა მხარი ამერიკულ რეზოლუციას, რომელიც ირანისთვის იარაღის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგოს გახანგრძლივებას ითვალისწინებდა, ქვეყნების უმეტესობამ კენჭისყრის დროს ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ინდოეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, დიან ტრიანშაჰ ჯანიმ განაცხადა.

კორონავირუსი

15 აგვისტო 2020, 08:17

COVID19

არგენტინაში კორონავირუსი კიდევ 6365 ადამიანს დაუდასტურდა

არგენტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს კიდევ 165 ადამიანი ემსხვერპლა, ინფექცია კი კიდევ 6365 ადამიანს დაუდასტურდა. კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 282 437 შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსი გერმანია

15 აგვისტო 2020, 08:10

COVID19

გერმანიაში კორონავირუსით კიდევ 1415 ადამიანი დაინფიცირდა

რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით კიდევ 1415 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 222 828-მდე გაიზარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 9 231 პაციენტი გარდაიცვალა, 200 800 კი გამოჯანმრთელდა.

დიღმის ძმათა სასაფლაო

15 აგვისტო 2020, 08:05

საზოგადოება

აფხაზეთიდან გადმოსვენებულ პირებს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში დღეს 11:00 საათზე გაიმართება.